აღწერა: ფილმში უკიდურესი სისასტიკითაა აღწერილი მაცხოვრის მიერ ჯვარცმამდე გატარებული ბოლო თორმეტი საათი. ეს არის ქრისტეს ცხოვრების ასახვის კიდევ ერთი მცდელობა, ამჯერად მელ გიბსონისეული ვარიანტი. ფილმი თავისი წინამორბედებისგან სიუჟეტის სიმძაფრით და ორიგინალურობით გამოირჩევა. დიალოგები შესრულებულია ლათინურ და არამეულ ენებზე.
ბიბლიური მულტფილმი აბრაამი
მულტფილმში ნაჩვენებია აბრაამ მამამთავრის ცხოვრება–მოღვაწეობა. ადამიანი, რომელიც გამოვიდა ქალდეველთა ურიდან, რადგან უფალმა მოუწოდა ასე მოქცეულიყო. მან გამოავლინა უდიდესი რწმენა და სიყვარული უფლისადმი, როცა მზად იყო ისააკის შესაწირად.
რით ცხოვრობენ ადამიანები
მხატვრული ფილმი, რომელიც გახდა მართლმადიდებლურ კინოფესტივალზე გამარჯვებული 2009 წელს. ღმერთი ანგელოზს გამოაგზავნის დედამიწაზე ადამიანებს შორის, რომ მან შეძლოს და გაიგოს ადამიანური ცხოვრების აზრი.
ფილმი ლუკას სახარება
გოდერძი ჩოხელის ფილმი ლუკას სახარება, რომელიც მოგვითხრობს ბიჭის სულიერ სამყაროზე. მას უკრძალავენ იყოს მორწმუნე და დასცინიან კიდევ რელიგიის გამო. ვითარება ხდება კომუნისტურ ეპოქაში, როცა იდევნებოდა ქრისტიანობა.
ფილმი იესო ბავშვებისათვის
ყველასათვის ნაცნობი ეკრანიზაციის საბავშვო ვერსია. დუბლირებულია ქართულ ენაზე.
ფილმი მღვდელი
ფსკოვის მართლმადიდებლური მისია - დიდი სამამულო ომის ისტორიის ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ფურცელია. 1941 წლის აგვისტოდან 1944 წლის თებერვლამდე ბალტიისპირელი მისიონერი-მღვდლები გერმანელების მიერ ოკუპირებულ რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზე საეკლესიო ცხოვრებას აღორძინებდნენ. საბჭოთა ჯარების ამ ადგილების დაკავების შემდეგ ფსკოვის მისიის მონაწილეები ბანაკებში გააგზავნეს
ფილმი მაქს ლუკადოს ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული. ეს მხატვრული სურათი აღწერს რომაელი ჯარისკაცის – კლაუდიუსის, ისტორიას. იგი აღმოაჩენს, რომ რელიგიური ლიდერები, რომაელთა ხელისუფლება და მისი თანამებრძოლი მეგობრებიც კი ცდილობენ დამალონ ჭეშმარიტება ქრისტეს აღდგომის შესახებ. კლაუდიუსს ეს ძიების პროცესი მიიყვანს თავისი სულიერი აღდგომისაკენ
No comments:
Post a Comment